სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იუბილე

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაარსებიდან ექვსი წლისთავი მიულოცა და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შავნაბადას ბაზაზე შეხვდა. შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წლის პირველ აგვისტოს დაარსდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.