სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნების ჩაშლა და დესტრუქციული ქმედებები იგეგმება, რისი მიზანიც სახელისუფლებო კრიზისის შექმნაა.
სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მიმდინარე დღეებში ადგილობრივი დანაშაულებრივი ჯგუფი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების კოორდინაციით, რადიკალური განწყობების წახალისებას და ქვეყანაში უმართავი პროცესების დაწყებას გეგმავს. ნახსენებია მსხვერპლიც. უსაფრთხოების სამსახური მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მიმართავს, რომ ნებისმიერი საეჭვო ვითარება თუ პროვოკაციის მცდელობა მათ ხელთ არსებული სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით დააფიქსირონ და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
უსაფრთხოების სამსახურის გაფრთხილებას მწვავე რეაქცია მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან, „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ამ განცხადებას პრევენციული ხასიათი აქვს.