სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კიდევ ერთი განცხადება – უწყება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან პროვოკაციული ქმედებების, ქაოსისა და ვითარების ესკალაციის გეგმებზე საუბრობს. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აქციის ორგანიზატორები სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, მე-12 დაწესებულებასთან გზების გადაკეტვას გეგმავენ, ასევე განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურის ცალკეული თანამშრომლების გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც. ოპოზიცია სუს-ის მხრიდან მათი მხარდაჭერების დაშინების მცდელობაზე საუბრობს, მმართველი გუნდის წევრებს კი ოპოზიციის დესტრუქციულ გეგმებში ეჭვი არ ეპარებათ.

რა გეგმა აქვს ოპოზიციას, როგორ აპირებს ამ გეგმების სისრულეში მოყვანას და რა პასუხი ექნება ხელისუფლებას – თამარ წიკლაური არკვევდა.