სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

18:03, 24.05.2025

მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სუსი ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ვიდეომასალასაც ავრცელებს. გადაუდებელი ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

გამოძიებას სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს, რომლის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა აუცილებელი ოპერატიული სამძებრო ღონისძიება. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.

მსგავსი