სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

18:04, 02.05.2025

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში, რუსთავში ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ის ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია. კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა.

მსგავსი