სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

21:25, 11.12.2024

რეალურ ფაქტებსა და ინფორმაციაზე დაფუძნებული განცხადება თუ პრევენციული ზომა და გაფრთხილება – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გუშინდელი ცნობა პოლიტიკურ წრეებში აქტუალობას არ კარგავს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაფრთხილებას კონკრეტული საფუძვლები აქვს. ამ კონტექსტში აქცენტი კეთდება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობებზე და ცალკეულ კომენტარებზეც. წინა წლების მაგალითების გათვალისწინებით, ოპოზიციისთვის უწყების განცხადება არასანდოა. სუს-ის ინფორმაციით, გარკვეული ჯგუფები 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნების ჩაშლასა და ხელოვნურად სახელისუფლებო კრიზისის შექმნასა და უმართავი პროცესების გამოწვევას გეგმავენ. განცხადებაში ნახსენები იყო კონკრეტული დღეები და შესაძლო მსხვერპლიც.

თათია ტაბეშაძე განაგრძობს საუბარს.

 

მსგავსი