შვიდი წელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან. უწყებაში საიუბილეო თარიღი აღნიშნეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულების ხსოვნას. ღონისძიების ფარგლებში, ისაუბრეს განხორციელებულ რეფორმებზე და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე. სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერიც.