სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

რუსული ოკუპაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა და წლიური ანგარიშის წარდგენა.

მოსმენა პარლამენტში ამ წუთებში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. სამი კომიტეტის წევრებს საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ წარუდგინა, რის შემდეგაც სხდომა დაიხურა. ამ წუთებში, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. მან გამოსვლისას ისაუბრა ქვეყნის საშინაო და საგარეო საფრთხეებზე და სამსახურის პრიორიტეტებზე. ანგარიშში მთავარ გამოწვევად რუსული ოკუპაცია და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება, ჰიბრიდული ომი, მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, პროპაგანდა, დეზინფორმაცია და ტერორიზმია დასახელებული.

დატოვე კომენტარი