სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშს განიხილავს. უწყება ქვეყნის საშინაო და საგარეო საფრთხეებს აფასებს და სამსახურის პრიორიტეტებს მიმოიხილავს. ანგარიშში მთავარ გამოწვევად რუსული ოკუპაცია და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება, ჰიბრიდული ომი, მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, პროპაგანდა და დეზინფორმაცია, აგრეთვე ტერორიზმია დასახელებული. ოპოზიციის ნაწილი დღეს დოკუმენტზე მსჯელობას არ ესწრება.