სახელმწიოფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პარლამენტს 2017 წლის ანგარიში ჩააბარა.
ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებს გასული წლის მთავარი საფრთხეები და ის ზომები გააცნო, რასაც უწყება ქვეყნის გამოწვევებთან საბრძოლველად გეგმავს. საფრთხეებს შორის დასახელდა ოკუპაცია, უცხო ქვეყნების სპეც-სამსახურების საქმიანობა, ანტიდასავლური პროპაგანდა და ტერორიზმი. ანგარიშში მოხვდა საქართველოში აღკვეთილი ტერაქტები და ის ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც 2017 წლის ბოლოს გამოავლინეს.
ანგარიშის წარდგენამ ისევ ხმამაღალი განცხადებების ფონზე ჩაიარა.