სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

გლობალური კონფლიქტები, რეგიონში არსებული ვითარება და ქვეყნის შიგნით განვითარებული პროცესები – რა პირობებში უწევდა საქმიანობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და რამდენად გაართვა უწყებამ თავი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს – სუს-ის 2024 წლის ანგარიში კანონმდებლებს ანრი ოხანაშვილმა გააცნო. ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებთან ერთად, ოხანაშვილმა ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობებზე. ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა თბილისში მიმდინარე აქციებზე და უკრაინაში მებრძოლი ქართველების  ჩართულობით დესტაბილიზაციის მოწყობის გეგმაზე. როგორც სუს-ის ხელმძღვანელი აცხადებს, განიხილებოდა მმართველი ძალის მაღალი თანამდებობის პირების ლიკვიდაცია.