პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მოუსმინეს. გრიგოლ ლილუაშვილმა დეპუტატებს სუს-ის 2023 წლის ანგარიში წარუდგინა. რის შემდეგაც პარლამენტის სხდომა დაიხურა და კითხვა-პასუხი უკვე დახურულ რეჟიმში გრძელდება. ლილუაშვილის მოსმენას ოპოზიციის მხოლოდ მცირე ნაწილი ესწრება. ოპოზიციის უდიდესი ნაწილი პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმშია.
ანგარიშის მთავარ აქცენტებსა და მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.