პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ელოდებიან. გრიგოლ ლილუაშვილი რამდენიმე წუთში საქმიანობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს. უკვე ცნობილია, რომ მოსმენას საპარლამენტო ოპოზიციის მხოლოდ მცირე ნაწილი დაესწრება, რადგან ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია.
ვინ როგორ აფასებს სუს-ის ანგარიშს, მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.