სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში პარლამენტში – დაახლობით ორ საათში, სესიის ფარგლებში, კანონმდებლების წინაშე სამსახურის უფროსი წარდგება. დოკუმენტი სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უკვე განიხილეს. 53-გვერდიანი ანგარიში დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა წარუდგინა. მთავარ საფრთხედ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მნიშვნელოვან გამოწვევად ჰიბრიდული ომი დასახელდა.
სუს-ის გასული წლის ანგარიშის მთავარ აქცენტებსა და სხდომის დეტალებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.