სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

პარლამენტში სუსის 2017 წლის ანგარიშის მიმართ კითხვები აქვთ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს დეპუტატები დღეს თითქმის ოთხი საათის განმავლობაში უსმენდნენ. 28-გვერდიან დოკუმენტში ქვეყნის მთავარ საფრთხეებად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მილიტარიზაცია, რუსული აგრესია და უცხო ქვეყნების სპეც-სამსახურების საქმიანობაა დასახელებული. თუმცა ოპოზიცია ანგარიშს ზოგადი შინაარსის გამო აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ დოკუმენტში არც გამოწვევებთან ბრძოლის გზები არ არის მითითებული.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ გაერთიანებული კომიტეტების სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რა დროსაც გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე გახმაურებულ საქმეზეც ჰკითხეს. სხდომის ეს ნაწილი მედიისთვის დახურული იყო.