სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს უსმენენ.

ამ წუთებში გრიგოლ ლილუაშვილი დეპუტატების კითხვებს დახურულ ფორმატში პასუხობს. მანამდე კი მან კანონმდებლებს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. 54-გვერდიან დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე და ტერორისტული საქმიანობის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე კეთდება. გრიგოლ ლილუაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ საფრთხეებზეც, რაც გასულ წელს უსაფრთხოების მიმართულებით არსებობდა და რაც მისი უწყების მხრიდან განეიტრალდა.

ლილუაშვილს მიმართ დეპუტატების არაერთი მწვავე კითხვა აქვთ, მათ შორის იმ გამოძიებაზე, რომელიც სუს-ში სამოქალაქო არეულობის მოწყობის საქმეზე რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.