სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

პარლამენტში სუს-ის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს ისმენენ. დეპუტატების წინაშე მოხსნებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი წარდგა. გრიგოლ ლილუაშვილმა მთავარი აქცენტი ოკუპაციაზე და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რეგიონში შემქნილ უსაფრთხოების გამოწვევებზე გააკეთა. მოხსენების შემდეგ, სხდომა მედიისთვის დაიხურა და ამ დრომდე კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.

რა საკითხებზე გააკეთა აქცენტი გრიგოლ ლილუაშვილმა? – პირდაპირი ჩართვა პარლამენტიდან.