სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა მამუკა მდინარაძეს მხარდაჭერა ერთხმად გამოუცხადეს. მანამდე სუს-ის ახალ უფროსს თავდაცვის კომიტეტის დახურულ სხდომაზე მოუსმინეს. მამუკა მდინარაძემ დეპუტატებს პრიორიტეტები გააცნო და იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც დღეს ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად რჩება. მათ შორის დასახელდა ოკუპაცია, გარე ჩარევები და პროვოკაციის საფრთხეები. სუს-ის ხელმძღვანელმა უკვე დააანონსა საკადრო ცვლილებებიც.

რა იქნება სუს-ის ახალი უფროსის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც პრემიერმა უწყების თანამშრომლებს უკვე წარუდგინა? – თეონა მანაგაძის რეპორტაჟი #მოამბე