„სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამა

21:40, 19.08.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სამაგისტრო კურსს იწყებს.

მსურველთა პირველი ნაკადის მიღება ახალი სასწავლო სეზონიდან იგეგმება. ერთწლიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს მოიცავს და მისი დასრულების შემთხვევაში მაგისტრებს სუს-ში დასაქმების შანსი მიეცემათ. თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად გარკვეული პირობების დაკმაყოფილება და პროცედურების გავლაა საჭირო.

პროგრამა 20 სტუდენტზეა გათვლილი.

მსგავსი