სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სტუდენტების დაფინანსების ახალი მოდელი
სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სტუდენტებისთვის დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა.
სქემა, რომელიც 2026-2027 სასწავლო წლიდან ამოქმედდება, ორ ნაწილიან სისტემას გულისხმობს. პირველია საბაზო, გარანტირებული დაფინანსება და მეორე – შედეგებზე დაფუძნებული. შედეგებში, მოიაზრება განათლების ხარისხი და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა; კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების ხარისხის გაუმჯობესება და სხვა. სიახლე სტუდენტების სწავლის დაფინანსებასაც შეეხება: სახელმწიფო მათ გარანტირებულად დააფინანსებს ერთი წლის განმავლობაში, მესამე სემესტრიდან, თუ სტუდენტი გარკვეული რაოდენობის კრედიტების დაგროვებას ვერ შეძლებს, თანხის ნახევრის გადახდა თავად მოუწევს. სწავლის ხარისხის გაუმჯობესების შემთხვევაში მას 100%-იანი დაფინანსების აღდგენის შესაძლებლობა ექნება.