სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლებს შეუსყიდის

12:32, 07.01.2026

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 235 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ. 2025 წელს სააგენტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განასახლა. 2026 წელს კი, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ მიმართულებით მუშაობა გააქტიურდება.

მსგავსი