ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, ჯეირან გვაგვალიას, ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში, 300 ლარი გადაეცემა ყოველთვიურად. ღონისძიებაზე ისაუბრეს სამშვიდობო ინიციატივებზეც.
დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები 2018 წლიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა და განკუთვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.