სახელმწიფო შესყიდვებში ხშირად დაშვებული შეცდომების ტიპოლოგია და მათი თავიდან აცილების პრევენცია

წამყვანი-ლექტორები: კოტე გუგეშაშვილი, გიორგი ლაცაბიძე

თეზისები:

ელექტრონული ტენდერი – სატენდერო პირობები (არასრული შევსება ელ. დოკუმენტაციის, კონკრეტული სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის…მითითება, ორაზროვანი ჩანაწერი, არაადეკვატური მოთხოვნები); კითხვა-პასუხის მოდული (დასმულ კითხვაზე პასუხის არ გაცემა; შეუსაბამო პასუხი/განმარტება), შერჩევა-შეფასება (არასრულყოფილი/მოთხოვნილი პირობებისგან განსხვავებული წინადადების საფუძველზე გამარჯვებულად გამოვლენა); სატენდერო კომისიის ოქმები (არასრულყოფილი ინფორმაცია მიღებულ გადაწყვეტილებაზე).

მონიტორინგის პროცესში, სააგენტოს მიერ გამოყენებული მეთოდები და რისკ-ფაქტორები.

გამარტივებული შესყიდვა – ხელოვნური დაყოფა; ხელშეკრულება (სავალდებულო პირობების მიუთითებლობა, არასრულყოფილი ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის/ღირებულების თაობაზე, შავ სიაში რეგისტრირებულთან დადება); ანგარიშგება (ინტერესთა კონფლიქტების წარმოუდგენლობა, ხელშეკრულების დაგვიანებით ატვირთვა, CMR მოდულში ინფორმაციის არასათანადო ასახვა, სტატუსების მინიჭება).

პირველი არხი | ტელესკოლა

სახელმწიფო შესყიდვების კურსი