კონსოლიდირებული ტენდერები

წამყვანი-ლექტორები: ქეთი ქადაგიძე, დავით მორალიშვილი, გიორგი არსენაშვილი

თეზისები:

„ცენტრალიზებული“ შესყიდვების კონცეფცია – არსი; უპირატესობები და მოკლედ საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკის შესახებ.

საქართველოში კონსოლიდირებული ტენდერების რაობა, მისი უპირატესობები, კონსოლიდირებული ტენდერის სპეციფიკა (განსხვავებული მიდგომები).

გამომცხადებელი სუბიექტი და გადაწყვეტილების მიღების რეგულაციები;  „სთეიკჰოლდერები“/მხარეები და თითოეული მხარის ფუნქცია – შემსყიდველი, მიმწოდებელი, ცენტრ. შემსყიდველი ორგანო (სააგენტო), კომისია, მთავრობა.

რომელი შემსყიდველი ორგანიზაციებისათვისაა სავალდებული ცენტრალიზებული შესყიდვების მეთოდის გამოყენება?

კონსოლიდირებულ ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენის სხვადასხვა მეთოდები.

რა სატენდერო პროცედურების განხორციელება უწევთ შემსყიდველებს ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელების პროცესში?

გეგმების წარმოდგენა კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში  (CTD), გამარჯვებულ მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმება და ატვირთვა.

კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით შესყიდვებით შეძენილი საქონლის/მომსახურეობის ჩამონათვალი – რა შესყიდვის ობიექტებზეა უკვე დანერგილი „ცენტრალიზებული შესყიდვა“ საქართველოში? სტატისტიკური მონაცემები, თანხები, სხვ.

პირველი არხი | ტელესკოლა

 

სახელმწიფო შესყიდვების კურსი