სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით, საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია. ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.
ანგარიშში სხვადასხვა თემებთან ერთად, გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერების საკითხი, რეიტინგში წარმატებული პოზიცია აქვს საქართველოს. კეთილსინდისიერების შეფასების 100-ბალიანი სისტემით საქართველომ 88 ქულა მიიღო.