სახელმწიფო შენობებზე დროშები დაშვებულია

12:16, 08.08.2026

აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაშვებულია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე შესაბამისი საჯარო დაწესებულებების შენობებზე. დროშები დაშვებულია მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის უწყების ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს მასშტაბით მდებარე ყველა სამხედრო ბაზაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა.

მსგავსი