სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა
ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
სხვადასხვა დროს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისინი იმ დროს დააკავეს, როდესაც ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. დანაშაულები ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.