სახელმწიფო სამშენებლო პროექტების რეგულაცია 

ანონსდება სისტემური რეფორმა, რომელმაც ინფრასტრუქტურული პროექტების სწრაფი განხორციელება, მშენებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი საბაზრო ფასი უნდა უზრუნველყოს. ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტსა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. რეფორმის მიხედვით, თავიდან განისაზღვრება ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და სამშენებლო მასალებთან დაკავშირებული ხარჯების ლიმიტი და ღირებულება. ფასების ცვლილების შემთხვევაში კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების კორექტირების შესაძლებლობა გაჩნდება. მკაცრდება კონტროლიის მექანიზმები და ფართოვდება შავი სია, რამაც ტენდერებთან დაკავშირებული ხარვეზები უნდა აღმოფხვრას და სახელმწიფო პროექტები ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობისგან დააზღვიოს. ვიდრე ცვლილებების განხილვას პარლამენტი დაიწყებს. სექტორის რეგულირების კონცეფცია მთავრობის მეთაურმა სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს გააცნო.

რა იცვლება კონკრეტულად და როგორ ხვდება კერძო სექტორი დაანონსებულ რეფორმას – ნახეთ მარიამ ბერძენიშვილის სიუჟეტი.