სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოები 

15:30, 03.09.2025
სოფლის მეურნეობის მინისტრმა მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერა. ის შეხვედრებს გამართავს ფერმერებთან და მათი საჭიროებების შესახებ მიიღებს ინფორმაციას. მინისტრი სოფელ ნატახტარში – გაყინული პურ-ფუნთუშეულის წარმოებასაც გაეცნო და სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დავით სონღულაშვილი სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ოფისებსაც ესტუმრა და რეგიონში თანამშრომლების სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნობა. დაათვალიერა მცხეთა-მთიანეთის ახალი ოფისი, რომელიც რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კონტროლს ახორციელებს. იმყოფებოდა სატყეო სააგენტოს რეგიონულ სამსახურშიც. 

მსგავსი