სახელმწიფო პროგრამა ფერმერებისთვის

შეღავათი ფერმერებისთვის.

მოსავლის აღების პროცესისთვის საჭირო დანახარჯების შესამცირებლად ახალი პროგრამა იწყება. შესაბამისი ტექნიკის შეძენაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა იზრდება, რას ნიშნავს, რომ ბენეფიციარები თანხის 70%-ს გადაიხდიან, დანარჩენს კი სოფლის მეურნეობის სააგენტო დაფარავს. საუბარია მაქსიმუმ 250 000 ლარის ოდენობის მხარდაჭერაზე. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში ჩასართავად განაცხადების მიღება ხვალიდან დაიწყება.