სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა

12:33, 27.07.2026

იმერეთში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებს ეცნობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. იმყოფებოდა ხილისა და დაფნის საწარმო „ახალ ზეკარში“, რომელიც ბაღდათში მდებარეობს. კომპანია წლიურად 30 ტონა ხილსა და 10 ათას ბოთლ ღვინოს აწარმოებს. რეალიზება ხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე ჩინეთში. მინისტრმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში თაფლის გადამმუშავებელი მცირე საწარმოც მოინახულა. დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტექნოლოგიები და მზა პროდუქცია. კომპანიის „აპიჯეოს“ წლიური წარმადობა 21 ტონას შეადგენს და პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე ყიდის. 2025 წელს წარმოებული თაფლი ექსპორტზე საფრანგეთში გაიტანა. დაგეგმილია რეგიონში სხვადასხვა შეხვედრები. განიხილება სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული და დაგეგმილი მხარდამჭერი პროგრამები.

მსგავსი