სახელმწიფო მიწების მოტყუებით დაუფლების ფაქტი 

12:22, 29.07.2025

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი ამხილა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, 2020-21 წლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 496 ათასი ლარის ღირებულების სამი მიწის ნაკვეთი, რომელიც  ამ დროისთვის დაყადაღებულია. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

მსგავსი