სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობა აღარ შეიქმნება
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ისევ გაერთიანდება. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ ცვლილების პაკეტი პარლამენტის ბიუროს წარედგინა. პაპუაშვილის ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა, ახალი პოსტის შექმნის საჭიროება აღარ არსებობს.