სახელმწიფო მინისტრი საოკუოპაციო ხაზთან

გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. თეა ახვლედიანი ატოცში, დვანში, ნიქოზსა და ერგნეთში არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივებს ესაუბრა. მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ და შეკრებილებთან, ოკუპაციის ფონზე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და აქტივობების შესახებ იმსჯელა.

დატოვე კომენტარი