სახელმწიფო მინისტრი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო მინისტრი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილა საქართველოს კულტურულად და ენობრივად მრავალფეროვან საზოგადოებაში სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე.
ღონისძიების ფარგლებში, აღინიშნა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის „1+4 ქართულ ენაში მომზადების პროგრამის“ ხელმძღვანელის, ნათელა ბერიძის მრავალწლიანი ღვაწლი. ასევე, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც ქართული ენის მოსამზადებელი კურსი წარმატებით დაასრულეს. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების მერების განახლებულ შემადგენლობასთანაც.