სახელმწიფო მინისტრი კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა. მან მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი და რამაზან ბაირამი მიულოცა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ამოცანებზე; ასევე ისაუბრა უწყების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.