სახელმწიფო კომპანიები ყურძენს განსხვავებული ფასით ჩაიბარებენ

ყურძნის ჩაბარების სტანდარტი იცვლება – თუ აქამდე სახელმწიფო ნებისმიერი ხარისხის ყურძენს ერთი და იგივე ფასად იბარებდა მიმდინარე წლიდან, მოსავლის დახარისხება მოხდება და ჩაბარების ფასიც მაღალი ხარისხის ყურძნის შემთხვევაში ბევრად მეტი იქნება. რა ფორმით შემოწმდება ყურძნის ხარისხი – შესაბამის მექანიზმებზე ღვინის ეროვნული სააგენტო ახლა მუშაობს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ კრიტერიუმებს შორის მოსავლის შაქრიანობის დონე, ყურძნის სიჯანსაღე და სხვა ფაქტორები მოხვდება.