21 და 22 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძილვებული დროით იმუშავებს. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამუშაო საათები იცვლება. გადაადგილება იქნება უფასო. კერძოდ, თბილისის მეტრო მგზავრებს 22 მარტის ჩათვლით, ღამის 2 საათამდე მოემსახურება. 20 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათებიც. შაბათ-კვირას, 21-22 მარტს, დედაქალაქის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.
მთავრობის ინფორმაციით, დაინიშნა უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის. მგზავრებს ასევე უფასოდ ემსახურება „საქართველოს რკინიგზა“. სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, შსს-ს განმარტებით, მათ მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეუძლიათ, უკან ჩამოსვლა კი – გონაშვილის ქუჩით. სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა პატრიარქთან გამომშვიდობება და მისი ხსოვნისთვის პატივის მიგება შეძლონ.
პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად დედაქალაქში ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოდიან მოქალაქეები და სასულიერო პირები. ფოთის ეპარქია დღეს ჩამოვა, მუნიციპალიტეტის უფასო ტრანსპორტი ადგილობრივებს ხვალ და ზეგ მოემსახურება. ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე დასწრების მსურველთათვის 21 და 22 მარტს უფასო ტრანსპორტი წამოვა აჭარიდანაც. მოქალაქეებს მუნიციპალიტეტებში მოუწოდებენ დროულად გაიარონ რეგისტრაცია. მოქალაქეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდანაც მოემსახურება უფასო ტრანსპორტი. განრიგისა და მარშრუტის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებ გვერდებზეა განთავსებული. დამატებით რეისები ზუგდიდიდან და ფოთიდან დანიშნა „საქართველოს რკინიგზამაც“.