სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილება

ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის გამო სატრანსპორტო შეზღუდვებია დაწესებული სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემუშავდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა. შეზღუდვები 22 მარტამდე შენარჩუნდება. ხვალ და ზეგ მოქალაქეებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება რკინიგზაზეც, რომელიც მსურველებისთვის დამატებით რეისებს დანიშნავს. რეისები უფასოდ შესრულდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო უწყებების შენობებზე ილია მეორის ბანერებია განთავსებული.