სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. მთავრობის ინფორმაციით, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის. მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება „საქართველოს რკინიგზა“. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით. პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე სახელმწიფო კომისია იმუშავებს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. კომისიამ გუშინ შეხვედრა გამართა. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრიარქოს კომისიის მუშაობაშიც ჩაერთვებიან.

მარიამ ბერძენიშვილის ჩართვა დეტალებით #მოამბე