სახელმწიფო კლინიკების განვითარების გეგმა

ქვეყანაში სახელმწიფო კლინიკების რაოდენობის გაზრდა იგეგმება.

ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგია კერძო საავადმყოფოების საწოლფონდის შემცირებას გულისხმობს. დღევანდელი მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულების 90% კერძო მფლობელობაშია. სფეროს ექსპერტების აზრით, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ბიზნესი სამედიცინო სექტორში დიდი დოზით არის წარმოდგენილი და მოგებაზეა ორიენტირებული, რაც სამედიცინო მომსახურების ხარისხს ეჭვქვეშ აყენებს. ამიტომ სახელმწიფო წილის ზრდას სპეციალისტების ნაწილიც ემხრობა.

მარიამ სეთურიძე არკვევდა, როგორ აპირებს სახელმწიფო მის საკუთრებაში არსებული კლინიკების განვითარებას და კერძო სექტორისთვის სათანადო კონკურენციის გაწევას.