სახელმწიფო კამერული გუნდის სოლო კონცერტი

სახელმწიფო კამერული გუნდი საშობაო კონცერტისთვის ემზადება.

პროგრამა ისეა შედგენილი, რომ მსმენელებს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნან. რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე ცნობილ ნაწარმოებებს ასევე ცნობილი ქართველი სოლისტები შეასრულებენ. საკონცერტო პროგრამა ძირითადად ქართულ და ევროპულ საშობაო ნაწარმოებებს აერთიანებს.

კამერული გუნდის კონცერტი რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე 27 დეკემბერს გაიმართება.