კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის ახალი საკონცერტო პროგრამა მზადდება.
სამების კათედრალის საპატრიარქო კამერული გუნდი ქართულ საგუნდო ნაწარმოებებთან ერთად ევროპულ საგუნდო კომპოზიციებსაც შეასრულებს. მრავალფეროვან რეპერტუარშია თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები, დაგეგმილია პრემიერაც.
ყველა ნაწარმოები, რომელსაც სამების კათედრალის კამერული გუნდი შეასრულებს, შინაარსით რელიგიურ სინანულსა და გოდებაზეა დაწერილი.
სოლო კონცერტი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში 11 აპრილს გაიმართება.