დაჯილდოების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრები და ფედერაციის სრული შემადგენლობა სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოვდნენ. გაიცა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების და ღირსების ორდენები, ასევე ღირსების მედლები. დაჯილდოება პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით მოხდა. ჯილდოების გადაცემა წინ უძღვის კონტინენტის უმნიშვნელოვანეს ტურნირს – ევროპის ჩემპიონატს, რომელშიც ჩვენი ნაკრები ზედიზედ მეექვსედ მიიღებს მონაწილეობას.