სახელმწიფო ინსპექტორს არჩევა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო ინსპექტორს აირჩევენ. თანამდებობაზე წარდგენილია ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურები. ლონდა თოლორაიას გუშინ რვა ხმით მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, ხოლო ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურა კენჭისყრაზე ჩავარდა.

საქართველოში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის პირველ ივლისს ამოქმედდება. ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე იქნება, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს შეისწავლის.