სახელმწიფო ინსპექტორის შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან

სახელმწიფო ინსპექტორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ლონდა თოლორაიამ 2019 წლის ანგარიში წარადგინა და ისაუბრა მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის ინიციატივა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს ეკუთვნის.