„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა

ერთ-ერთი პირველი სადავო კანონპროექტი, რომლის დამტკიცება პარლამენტის ახალი თავმჯდომარის პირობებში მოხდება, ლონდა თოლორაიას უწყებას უკავშირდება. პროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმებას და ორი სამსახურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, საკომიტეტო მოსმენების შემდეგ პლენარულ სხდომაზე გაიტანეს. ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და თავად უწყების პირველი პირის მწვავე კრიტიკის ფონზე დოკუმენტში ცვლილებები შედის. პერსონალური მონაცემების დაცვის და სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ფუნქციები ერთმანეთისგან გაიმიჯნება, თუმცა პროექტში თანამშრომლების სამუშაო ადგილების შენარჩუნების გარანტიები აისახება. ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვასთან ერთად სწორედ უწყებაში დასაქმებულ პირებთან კონტრაქტების შეწყვეტა იყო ის საკითხი, რომელმაც საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. დასავლური პრაქტიკის საფუძველზე ინსტიტუტის გაძლიერება თუ დამოუკიდებელი უწყების ხელმძღვანელზე შეტევა – მმართველი გუნდის არგუმენტები ოპონენტებისთვის მაინც არადამაჯერებელია.

დატოვე კომენტარი