სახელმწიფო ინსპექტორის ახალი ფუნქციები

სახელმწიფო ინსპექტორს ახალი ფუნქციები ემატება.

კონკრეტულად,  მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სამართალდამცავი ორგანოებისა და მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფუნქციაც ექნება. სახელმწიფო ინსპექტორის ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო დეპარტამენტის დაკომპლექტება. ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწფიფო ინსპექტორის სამსახურის  მიზანია, გამოძიების ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე და ობიექტური.