მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო იქმნება. ინიციატივა პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და აღნიშნულ სახსრებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე გასცემს.
2025 წელს ბიუჯეტიდან გამოიყოფა 20 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნას და მის ფუნქციონირებას, ასევე გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას.