სახელმწიფო გრანტების გაცემაზე ინტერესთა გამოხატვა იწყება 

თებერვალში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის – განაცხადების მიღებას იწყებს ცოტა ხნის წინ შექმნილი სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომლის მიზანი ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა და მათზე გრანტების გაცემაა. თუმცა გრანტის მისაღებად ბენეფიციარი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულების ქვეყნის განვითარების მიმართულებებთან თანხვედრაა. საკონკურსო პირობები და პრიორიტეტული სფეროები უკვე გაწერილია. საჯარო კონკურსი დღეს გამოცხადდა. ვის რა პირობებით შეეძლება საგრანტო პროგრამით სარგებლობა – შალვა სუმბაძე მუშაობდა თემაზე, რომელსაც ინიცირების დროს მესამე სექტორის ნაწილისგან საკმაოდ მწვავე კრიტიკა მოჰყვა.